воскресенье, 13 марта 2016 г.

მეცხრე დღე

 წარვადგინე პროექტი, მოვისმინე თეთრი და შავი პიარი გამოვაქვეყნე ჩემი პროექტი კიდევ ერთჯერ გადავამოწმე და დავხვეწე ჩემი გეგმა. სხვებსაც მივეცი რეკომენდაციები და შენიშვნები. ტრენინგის ბოლო დღეც როგორც,  წინა დღეები  საინტერესო და ნაყოფიერი იყო. .ტრენინგი საინტერესო იყო. ტექნოლოგიების გამოყენება სწავლების პროცესში  უფრო საინტერესო ყოფილა ვიდრე მეგონა. ვურჩევ  მასწავლებლებს გაიარონ ეს ტრენინგი და მიღებული ცოდნა დანერგონ პრაქტიკაში. ვისურვებდი მსგავსი ტრენინგები  უფრო ბევრჯერ გაიმართოს.
გიხდით მადლობას დახმარებისა და სწავლებისათვის.

суббота, 12 марта 2016 г.

მერვე დღე

ტრენინგის  მერვე დღე საკმაოდ  ნაყოფიერი  იყო. ისევ დავამუშავე პროექტი. განვიხილე სტრატეგიების განხორციელება.ვისწავლე  პორფოლიოს  ბლოგში  გამოქვეყნება-გაზიარება. გავიგე და გავინაწილე  თეთრი და შავი პიარის  ფუნქციები. დავამუშავე ბროშურ ჩე თემის მიხედვით.კიდევ  ერთხელ დავამუშავე შეფასების კრიტერიუმები. კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით.

воскресенье, 6 марта 2016 г.

მეშვიდე დღე

კიდევ ერთხელ დავხვეწე ჩემი პროექტის გეგმა;გავეცანი დიფერენცირებულ სწავლებას სსსმ მოსწავლეებისათვის,შევიმუშავე  არაქართველ მოსწავლეებთან მუშაობის გეგმა და სტრატეგიები,განვიხილე ბლუმის ტაქსონომია  და ,გარდნერის მატრიცა.გავაანალიზე თვითრეგულირების ხელშემწყობი ფაქტორები,განვიხილეთ სხვადასხვა პროექტების გეგმის ნიმუშები,რაც დამეხმარება უკეთ დავხვეწო პროექტი.

суббота, 5 марта 2016 г.

მეექვსე დღე

მეექვსე დღე
გავეცანი შეფასების სტრატეგიებს:
განვიხილე  ტექნოლოგიების ჩართვა სასწავლო პროცესში
გავწერე შეფასების რეზიუმე
გავაანალიზე ,,ტექნოლოგიების ინტეგრირება" და "სწავლის პროცესი'
დავიწყე შეფასების რუბრიკების შქმნა, ჯგუფური,თვითშეფასება.
გავაკეთე კომენტარები.
ვიმუშავე პროექტის გეგმაზე.განვაახლე ინფორმაცია დისკზე.
ძალიან კმაყოფილი ვარ ტრენინგის,აუცილებლად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში.დიდი მადლობა ტრენერს ასეთი საინტერესო და ნაყოფიერი ტრეინინგისათვის.