воскресенье, 28 февраля 2016 г.

მეხუთე დღე


დავხვეწე გეგმა;
გავეცანი საავტორო უფლებებს,რომლის დაცვით გადმოვწერე საჭირო ინფორმაცია,ვისწავლე პრეზენტაციის გაფორმება,დიაგრამების ჩასმა,ცხრილების ჩასმა,სურატებისა და აუდიო ვიდეოების ჩასმა და ა.შ
ვისწავლე youtube-დან ვიდეოს ჩამოტვირთვა.
გავეცანი დოკუმენტების გაზიარებას და შევავსე ელექტრონული ცხრილი.(ინტერნეტ კოლაბორაციული დოკუმენტი.

суббота, 27 февраля 2016 г.

მეოთხე დღე

ვიმუშავე პროექტის გეგმაზე,დავხვეწე სტანდარტები და მიზნები,შევუთავსე კითხვები მიზნებს,
შევიმუშავე შეფასების დროის ჩარჩო;
განვაახლე ინფორმაცია დისკზე; გავეცანი ეფექტური პრეზენტაციის მოთხოვნებს,შევქმენი პრეზენტაცია და ჩავაშენე ბლოგზე.მომეწონა ეს პრეზენტაციები,რასაც აუცილებლად გამოვიყენებ პროექტზე მუშაობისას.



воскресенье, 21 февраля 2016 г.

მესამე დღე

მოვიძიე და გადმოვწერე ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტები,რომელიც მოვარგე ჩემი პროექტის გეგმას:
შევიმუშავე 21-საუკუნის უნარ-ჩვევები და მოვარგე პროექტის გეგმას:
გავეცანი საკვანძო კითხვებს და მოვარგე ჩემს პროექტს;
განვაახლე ინფორმაცია დისკზე;
მომეწონა ინფორმაციის მოძიება  და  თემატური და შინაარსობრივი კითხვების შემუშავების სტრატეგია,რაც მომცემს კარგ შედეგებს კითხვების შემუშავებაში;აღმოვაჩინე,რომ ეს მეთოდი მომიტანს წარმატებას.

воскресенье, 14 февраля 2016 г.

მეორე დღე

გავეცანით:
 კონკიას რესურსებს, პროექტის მახასიათებლებს.განვიხილეთ პროექტის მახასიათებლები.ვისწავლე ბროშურების შექმნა,სურათების ეფექტიანად მოძებნა და გადმოწერა.მომეწონა პრეზენტაცია.დავიწყე პროექტის გეგმის დაწერა.ბროშურების გამოყენებით მოსწავლეებს  გავაცნობ და  მოვაპოვებინებ სხვადასხვა ინფორმაციას.

პირველი დღე

 პირველი დღის თემა იყო პრაქტიკით სწავლება. ტრენერი გასაგებად და საინტერესოდ ხსნიდა მოცემულ თემას. თემა არის საინტერესო და სასწავლო პროცესში გამოყენებადი. ტრენერმა თითოეული პუნქტი გასაგებად და საინტერესოდ ახსნა, საინტერესო გახადა პროექტზე მუშაობის დაწყება. ასეთი სამუშაოები, ჩემი აზრით, მოტივაციას აუმაღლებს მოსწავლეებს და დიდი სიამოვნებით ჩაერთვებიან პროექტის დამუშავებაში. იმედი მაქვს შემდეგ დღეებში უფრო მეტს გავიგებ და შევძლებ კარგი პროექტის შევქმნა.